წარმატებით დაწყებული 2021 წელი!

მსოფლიოში COVID-19-ის ფართოდ გავრცელების პირველივე დღეებიდან, სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი უდიდესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, ვინაიდან მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების ფონზე საჭირო გახდა პანდემიის წინააღმდეგ მიმართულ რეჟიმზე გადაყვანა, შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსების დროული და სწორი მობილიზება, რათა სსიპ ლაბორატორიულ კვლევით ცენტრს ხელი არ შეშლოდა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში. ამ პროცესში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო საგამოცდო ლაბორატორიის აკრედიტაციის სფეროების/მიმართულებების შეუფერხებელი ოპერირების უზრუნველყოფა. აღნიშნული ამოცანის შესრულება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა, რასაც წარმატებით გაართვა თავი სსიპ ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიამ და გამარჯვება მოიპოვა დიდი ბრიტანეთის სასურსათო პროდუქციისა და გარემოს კვლევების საერთაშორისო სააგენტოს (FERA) მიერ FAPAS-ის სქემებით განხორციელებულ PT ტესტებში:
1. ნიტრატების კვლევა მცენარეული წარმოშობის სურსათში (მონაწილეობას ღებულობდა მსოფლიოს ქვეყნების 25 საერთაშორისო ლაბორატორია)
2. სუდანის ჯგუფის აკრძალული საღებავების კვლევა მცენარეული წარმოშობის სურსათში (მონაწილეობას ღებულობდა მსოფლიოს ქვეყნების 67 საერთაშორისო ლაბორატორია) სსიპ - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საგამოცდო ლაბორატორია პირველია  საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს შორის, რომელმაც საერთაშორისო PT ტესტში მიაღწია წარმატებას სუდანის ჯგუფის აკრძალული საღებასვების(Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV;Para Red) კვლევაში.

← უკან დაბრუნება
მთავარი ჩვენს შესახებ საჯარო ინფორმაცია სერვისი ფოტო გალერეა კონტაქტი