ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის წარმომადგენლების ვიზიტი ლატვიაში, დაუგავპილსის უნივერსიტეტში.

21-24 აგვისტოს ,,ინიციატივა და პოტენციალის ზრდა მეწარმეობის განვითარებისათვის მეთევზეობის სექტორში” პროექტის ფარგლებში აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის უფროსი რამაზ სურმანიძე, II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ქიმიკოსი დიანა გეგეშიძე, II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ბაქტერიოლოგი მაია წიტაიშვილი და II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ბიოლოგი დალი სურმანიძე იმყოფებოდნენ ლატვიაში, დაუგავპილსის უნივერსიტეტში.

მათ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სიმპოზიუმში ,,მეთევზეობა: პრობლემები და მათი გადაჭრის გზები”, მოისმინეს ლატვიელ ექსპერტთა მოხსენებები თევზის დაავადებათა და წყლის ხარისხის ანალიზის შესახებ. გაეცნენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: Carp herpes virus, Aeromonosis, Apiosomosis, Philometroidosis, metechinorhynchosis, Lerneosis, Argulosis და სხვები.

ასევე ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საქმიანობა გააცნეს ლატვიელ მკვლევარებს და მიიღეს სერტიფიკატები. პროექტის ფარგლებში დაუგავპილსის უნივერსიტეტის ლაბორატორიის ბაზაზე ჩატარდა პრაქტიკული სწავლება თევზის დაავადებების პარაზიტოლოგიასა და ჰისტოლოგიაში. მათ ასევე მოინახულეს თევზსაშენები, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში. პროექტის შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია ლატვიელ ექსპერტთა ჩამოსვლა ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში და თანამშრომლების გადამზადება.

← უკან დაბრუნება
მთავარი ჩვენს შესახებ საჯარო ინფორმაცია სერვისი ფოტო გალერეა კონტაქტი