გეგმიური მონიტორინგი და აკრედიტაცია დამატებით სფეროში 2018

2018 წლის 11 დეკემბერს სსიპ - ლაბორატორიულ კვლევით ცენტრს გეგმიური მონიტორინგის მიზნით ეწვივნენ სსიპ ,,აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის" წარმომადგენლები, აკრედიტაციის ცენტრის მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი/წამყვანი შემფასებელი - ნესტან მგელაძე და აკრედიტაციის ცენტრის ტექნიკური შემფასებლები.

სსიპ - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიაში ჩატარებული იქნა პერსონალის შესაფასებელი სამუშაოები საქართველოს ეროვნული სტანდარტის - სსტ ისო/იეკ 17025:2010 - ,,საერთო მოთხოვნები საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიების კომპეტენტურობისადმი" შესაბამისად. შესაფასებელი სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა როგორც ლაბორატორიულ კვლევებზე დაკვირვება, ასევე დოკუმენტური შემოწმება.

გეგმიური მონიტორინგი მოიცავდა შემდეგ სფეროებს: სასმელი, ზედაპირული, ჩამდინარე, აუზის წყალი; უალკოჰოლო, სუსტალკოჰოლიანი და ალკოჰოლიანი სასმელები; რძე და რძის პროდუქტები, კონსერვები; ჩაი, ყავა, დაფნის ფოთოლი, სანელებლები, მარილი; ხორცი და მისი ნაწარმი, კონსერვები. ფრინველის კვერცხი; ზეთოვანი კულტურების თესლები, ნედლეული და ცხიმოვანი პროდუქტები; თევზი, სარეწის არათევზეული ობიექტები და მათი გადამუშავების პროდუქტები; ხილი, ბოსტნეული, კონსერვები; მარცვალი და მარცვალგადამუშავების პროდუქტები (ფქვილი, ბურღული, საფუარი, სახამებელი); პური, ფუნთუშეული, ერბოზელილი და ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი; შაქარი, შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმი, თაფლი; ცხოველის, ფრინველისა და თევზის საკვებად გამოყენებული პროდუქცია; მინერალური სასუქები; საკარანტინო და არასაკარანტინო მასალები: მცენარეები, მცენარეული წარმოშობის პროდუქცია, ტარა და სხვ.

გეგმიური მონიტორინგის გარდა, ჩატარებულ იქნა აკრედიტაციის სამუშაოები დამატებით სფეროში, კერძოდ:

  • ქიმიური მაჩვენებლების - ბარიუმის, სელენისა და სტიბიუმის კვლევა სასმელ, ზედაპირულ და ჩამდინარე წყლებში;
  • Shigella-ს გვარის ბაქტერიების კვლევა სასმელ, ზედაპირულ, ჩამდინარე, აუზის წყლებში; უალკოჰოლო სასმელებში და ალაოს ლუდში; რძესა და რძის პროდუქტებში; ჩაი/ყავაში, დაფნის ფოთოლში, სანელებლებში; ხორცსა და ხორცის ნაწარმში, ფრინველის კვერცხში; ზეთოვანი კულტურების თესლებში, ნედლეულსა და ცხიმოვან პროდუქტებში; თევზში, სარეწის არათევზეულ ობიექტებსა და მათი გადამუშავების პროდუქტებში; ხილში, ბოსტნეულსა და კონსერვებში; მარცვალსა და მარცვალგადამუშავების პროდუქტებში; პურში, ფუნთუშეულში, ერბოზელილსა და ფქვილოვან საკონდიტრო ნაწარმში; შაქრიან საკონდიტრო ნაწარმში; საზოგადოებრივი კვების პროდუქციასა და მზა კულინარიულ ნაწარმში; ცხოველის, ფრინველის და თევზის დაკვებად გამოყენებულ პროდუქციაში;
  • მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების: Enterobacteriaceae (Yersinia enterokolitica, Y pseudotuberculosis), E.coli, St. Faecalis, S. typhimurium, S. Enteritidis, Shigella-ს ჯგუფის ბაქტერიების კვლევა ჩამონაბან-ჩამონარეცხებში გარემოს ობიექტებიდან;
  • სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში, კვების პროდუქტების მწარმოებელ და მარეალიზებელ ობიექტებზე მომუშავე პერსონალის გამოკვლევა Staphilococcus aureus ბაქტერიამტარებლობაზე.

 

← უკან დაბრუნება
მთავარი ჩვენს შესახებ საჯარო ინფორმაცია სერვისი ფოტო გალერეა კონტაქტი