2018 წლის ნოემბრის თვის წარმატებული ფინალი!

პირველები საქართველოში! 

სსიპ - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი კომპეტენტურობა და შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტის სსტ ისო/იეკ 17025:2010-ის მოთხოვნებისადმი, ამჯერად უკვე ბაქტერიოლოგიურ კვლევებში. ა/წ ნოემბრის თვეში ლაბორატორიამ მონაწილეობა მიიღო დიდი ბრიტანეთის სასურსათო პროდუქციისა და გარემოს კვლევების საერთაშორისო სააგენტოს (FERA) მიერ FEPAS-ის სქემებით განხორციელებულ PT ტესტში, კერძოდ, ადამიანისათვის საშიში, მაღალი რისკ-ფაქტორის მქონე, თევზისა და აკვაკულტურის პროდუქციისათვის დამახასიათებელი ბიოლოგიური საფრთხის ერთერთი გამომწვევის, ჰემოლიტიკური ვიბრიონის (Vibrio parahaemolyticus) კვლევებზე თევზში. (Food micro.Vibrio parahaemolyticus in Fish).

FERA -ს სტატისტიკურმა ანგარიშებმა ცხადყო, რომ საქართველოს მასშტაბით სსიპ - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საგამოცდო ლაბორატორია პირველია, ვინც საერთაშორისო PT ტესტით დაადასტურა Vibrio parahaemolyticus-ის არსებობა საანალიზო უცნობ ნიმუშში.

ეს წარმატება მით უფრო მნიშვნელოვანია, რადგან სსიპ - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიამ ზემოაღნიშნული გამარჯვებით კვლავ დაადასტურა, რომ საქართველოში არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებს თევზისა და აკვაკულტურის სექტორის განვითარებასათვის აუცილებელი თანამედროვე აღჭურვილობისა და საერთაშორისოდ აკრედიტირებული საგამოცდო ლაბორატორია, რომელიც თავისი კვლევებით ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ქართული პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე წვდომას.

 

← უკან დაბრუნება
მთავარი ჩვენს შესახებ საჯარო ინფორმაცია სერვისი ფოტო გალერეა კონტაქტი