კიდევ ერთი წარმატება!!!

მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიამ მონაწილეობა მიიღო დიდი ბრიტანეთის სასურსათო პროდუქციისა და გარემოს კვლევების საერთაშორისო სააგენტოს (FERA) მიერ FAPAS-ის სქემით (Food Chemistry Proficiency Test Report 27229 - Histamine in Canned Fish) ორგანიზებულ ლაბორატორიათაშორის შედარებით გამოცდაში.

ლაბორატორიათაშორის შედარებით გამოცდებში სულ ჩართული იყო 170 მოწინავე ლაბორატორია. ლაბორატორიების მიერ ჩატარებული ანალიზების FERA-ს სტატისტიკურმა ანგარიშებმა ცხადყო რომ, სსიპ - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიამ წარმატებით ჩაატარა ლაბორატორიული კვლევა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი კომპეტენტურობა და შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტის სსტ ისო/იეკ 17025:2010-ის მოთხოვნებისადმი.

← უკან დაბრუნება
მთავარი ჩვენს შესახებ საჯარო ინფორმაცია სერვისი ფოტო გალერეა კონტაქტი