კიდევ ერთი წარმატება უკვე მეთორმეტედ!

კიდევ ერთი წარმატება უკვე მეთორმეტედ!

მიმდინარე წლის ივნისის თვეში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიამ მონაწილეობა მიიღო დიდი ბრიტანეთის სასურსათო პროდუქციისა და გარემოს კვლევების საერთაშორისო სააგენტოს (FERA) მიერ FAPAS-ის სქემით (Food Chem.Report 25164) ორგანიზირებულ ლაბორატორიათაშორის შედარებით გამოცდებში.

სულ ლაბორატორიათაშორის შედარებით გამოცდებში ჩართული იყო 52 ქვეყნის მოწინავე ლაბორატორია. ლაბორატორიების მიერ ჩატარებული ანალიზების FERA-ს  სტატისტიკურმა ანგარიშებმა ცხადყო რომ, სსიპ - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიამ წარმატებით ჩაატარა ლაბორატორიული კვლევები, რითაც კიდევ ერთხელ, უკვე მეთორმეტედ  დაადასტურა თავისი კომპეტენტურობა და შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტის სსტ ისო/იეკ 17025-2010 (ISO/IEC 17025:2005 )-ის მოთხოვნებისადმი. 

← უკან დაბრუნება
მთავარი ჩვენს შესახებ საჯარო ინფორმაცია სერვისი ფოტო გალერეა კონტაქტი