ტრენინგი თემაზე ,,პესტიციდების კვლევა წყალსა და კვების პროდუქტებში"

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მხარდაჭერით, სსიპ - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიის პერსონალს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მიმდინარე წლის 14-19 მაისს, ჩაუტარდა ტრენინგი თემაზე ,,პესტიციდების კვლევა წყალსა და კვების პროდუქტებში გაზური ქრომატოგრაფის ტანდემური მასსპექტრომეტრით, სამმაგი კვადრუპოლური ტიპის - Thermo-Scientific™ TRACE™ 1310 გამოყენებით“. ტრენინგი ჩაატარა MS-ANALYTICA-ს სერტიფიცირებულმა ინჟინერმა ნიკიტა კამკინმა. ტრენინგზე განხილული იქნა ისეთი თემები, როგორიცაა GC-MS სისტემის თეორიული საფუძვლები, GC-MS სისტემის სამუშაოს საერთო პრინციპების აღწერა, ძირითადი ტერმინები, მეთოდის შესაძლებლობები და პრაქტიკული გამოყენების მაგალითები, GC-MS სისტემის მახასიათებლების აღწერა, შემადგენელი ნაწილების აღწერა, ანალიზური მეთოდის შექმნა, გაზომვის შედეგების მიმოხილვა, ინტეგრირება, ინტეგრირებული პარამეტრების არჩევა, იდენტიფიცირება, ბიბლიოთეკასთან მუშაობა, თვისობრივი და რაოდენობრივი ანალიზები, მომსახურების პროგრამული უზრუნველყოფის შესაძლებლობები, ტექნიკური მომსახურება და რეგულირება. ტრენინგი მოიცავდა როგორც სალექციო კურსს, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს.

← უკან დაბრუნება
მთავარი ჩვენს შესახებ საჯარო ინფორმაცია სერვისი ფოტო გალერეა კონტაქტი