აჭარის არ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სსიპ - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა

დღეს, სსიპ - ლაბორატორიულ კვლევით ცენტრს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე ეწვია. მინისტრის მოადგილე სამუშაო ვითარებაში შეხვდა ცენტრის თანამშრომლებს, გაეცნო ლაბორატორიული კვლევების პროცესს და დაათვალიერა ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა აგრეთვე სსიპ - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საქმიანობის განვითარების პერსპექტივები საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კუთხით.

← უკან დაბრუნება
მთავარი ჩვენს შესახებ საჯარო ინფორმაცია სერვისი ფოტო გალერეა კონტაქტი