სსიპ - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი
სსიპ - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სამართალმემკვიდრეს.
ლაბორატორია დაარსდა 2006 წლის 6 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის №50 დადგენილების საფუძველზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიოლაბორატორიის ბაზაზე.
2010 წელს ლაბორატორიას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, განახლებულ იქნა მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ამავე წელს საქართველოს ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებულ იქნა ტექნიკურ კომპეტენტურობაზე და დამოუკიდებლობაზე.
2013 წლის ოქტომბერში სსიპ - ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიამ აკრედიტაცია გაიარა საერთაშორისო ISO 17025:2010 – „საერთო მოთხოვნები საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიების კომპეტენტურობისადმი“ - სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
საგამოცდო ლაბორატორიის აკრედიტაციის სფერო მოიცავს:
- სასმელი წყალი, ზედაპირული, ჩამდინარე, ზღვის და აუზის წყლები;
- უალკოჰოლო, სუსტალკოჰოლიანი და ალკოჰოლიანი სასმელები;
- რძე და რძის პროდუქტები, კონსერვები;
- ჩაი, ყავა, დაფნის ფოთოლი, სანელებლები, მარილი;
- ხორცი და მისი ნაწარმი, კონსერვები, ფრინველის კვერცხი;
- ზეთოვანი კულტურების თესლები, ნედლეული და ცხიმოვანი პროდუქტები;
- თევზი, სარეწის არათევზეული ობიექტები და მათი გადამუშავების პროდუქტები;
- ხილი, ბოსტნეული, კონსერვები;
- მარცვალი და მარცვალგადამუშავების პროდუქტები (ფქვილი, ბურღული, საფუარი, სახამებელი);
- პური, ფუნთუშეული, ერბოზელილი და ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი;
- შაქარი, შაქრიანი საკონდიტრო ნაწარმი, თაფლი;
- საზოგადოებრივი კვების პროდუქცია, მზა კულინარული ნაწარმი;
- ნიადაგი;
- გარემოს (ჰაერის) მეტეოროლოგიური, ფიზიკო-ქიმიურ-სანიტარიული გაზომვები;
- სამკურნალო-პროფილაქტიკური და კვების პროდუქტების მწარმოებელი დაწესებულებები;
- ცხოველის, ფრინველისა და თევზის საკვებად გამოყენებული პროდუქცია;
- მინერალური სასუქები;
- საკარანტინო და არასაკარანტინო მასალები: მცენარეები, მცენარეული წარმოშობის პროდუქცია, ტარა.